“გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ღარიბაშვილის არანაირი ვიზიტი არ დაბლოკილა ბალტიის ქვეყნებშიო. როგორც ეს სტატია აჩვენებს. სიმართლე საპირისპიროა და რომ საქართველოს უახლოესი და თავგადაკლული მხარდამჭერებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი კეთროვანია. აი აქამდე მივედით.
ამსტატიაში წერია რომ ღარიბაშვილისთვის ვიზიტზე უარი სამი ქვეყნის პარლამენტებისა და მთავრობების კოორდინირებული გადაწყვეტილებაა. ცხადია, რომ დუგინის მეტასტაზებისთვის დაუსჯელობის გარანტიის მიმცემი ადამიანის მიღება ვილიუსში, რიგასა და ტალინში, სადაც ყველაზე მეტად აღელვებთ რუსეთის გავლენის საკითხი, ვერ და არ შედგება”
აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი. ლიეტუვური მედიის ცნობით, მათ წყაროებმა დაუდასტურეს, რომ ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ ვიზიტზე უარი უთხრეს.