საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე დასკვნაა – მელია სახ.დეპარტამენტის ანგარიშზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე, ნიკა მელია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ანგარაშის ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა “საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე დასკვნაა”. ამის შესახებ მან ამ საკითხზე ჩანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრა.

  • “საქართველოს ისტორიაში ამ ყველაზე მძიმე დასკვნაში არაა ნათქვამი და ვერც იქნება, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა სფერო კოლაფსშია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, და რომ ყველაფერი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა მან.