31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა ლიეტუვადან ისაუბრა.
“2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. დემოკრატიის პროცესში ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი. საქართველოს ისტორიაში პირველად გაჩნდა შესაძლებლობა კოალიციური მთავრობის შექმნის, თუმცა, არჩევნების ღამეს რაღაც შეიცვალა. ამომრჩევლებზე ზეწოლის დევნის და მარგინალიზაციის ფაქტები საკმაოდ დაფიქსირდა, თუმცა, ყველაზე დიდ შეშფოთებას საარჩევნო კომისიაში ოქმების გადაწერამ გამოიწვია, ყოველივე ეს ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოიყენა. ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს არჩევნების შედეგებს მოლაპარაკებები დროში გაიწელა მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობა ოპოზიციის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ეს იქნება ერთპარტიული პარლამენტი საზოგადოებაში არავინ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, საქართველო მძიმე მდგომარეობაშია ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენა იქნება”, – ამბობს ევროპარლამენტის წევრი, ანდრიკინე ლაიმა
“31 ოქტომბრის არჩევნებმა გარკვეული შეკითხვები დაგვიტოვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ოპოზიციამ და საზოგადოებამ დააფიქსირეს, რომ არჩევნები სათანადოდ არ იყო მომზადებული და არა ერთი დარღვევა დაფიქსირდა. ვუერთდები ევროპის სახალხო პარტიის მიერ კანდიდატების დაკავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, გაატაროს სასმართლო რეფორმები და უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძიერება “, – ამბობს ევროპარლამენტის წევრი, ალექსანდრ პოსიე
“არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიარა თუმცა იყო გარკვეული დარღვევები მოვუწოდებთ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოებაში არსებული პორალიზაციის შემცირება უზრუნველყონ. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოახდინოს არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების სამართლიანი გამოძიება, დაიცვას საერთაშორისო რეგულაციები და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ოპოზიციამ კი პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს არის პლატფორმასადაც მსგავსი საკითხები უდნა განიხილებოდეს”, – თქვა ევროპარლამენტის წევრმა, ტიტუს კორლატენიმ