UEFA-ს ეთიკისა და დისციპლინის კომისიამ საქართველოსთან და უკრაინასთან გამართული მატჩების დროს მომხდარი ინციდენტების გამო,ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ჯამში, 41 250 ევროთი დააჯარიმა.
10 სექტემბერს, ალბანელი გულშემატკივრების მიერ საქართველოს ჰიმნზე სტვენის გამო UEFA-მ ფედერაცია €12 500-ით, სტადიონზე კიბეების ბლოკირებისთვის €18 000-ით, ხოლო მატჩის დროს მოედანზე ნივთების სროლისთვის €4 750-ით დააჯარიმა.
ხოლო 7 სექტემბერს უკრაინასთან მატჩის დროს გულშემატკივრების მოედანზე შევარდნისთვის ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 6 000 ევროთი დააჯიმდა.