„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს, გვსურს საქართველოს დავეხმაროთ იმ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებზეც თავად გადაწყვიტეს, რომ ისინი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“
აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკა ოლსონი “ამერიკის ხმის” ინფორმაციით. ცნობისთვის, ოლსონი სააქართველოში 4 ნოემბერს იმყოფებოდა. ის შეხვდა პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს.