საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაიგზავნა.

“ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს. გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება – გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები”,- აცხადებს მთავრობა.

ჰუმანიტარული ტვირთის დატვირთვისა და გაგზავნის პროცესს არ დასწრებია თავად ირაკლი ღარიბაშვილი. ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

დაქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ქალაქ ლუბლინის (პოლონეთი) გავლით მიიღებს.