“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როდესაც ამის სურვილი აქვს. ჩვენ ეს ვნახეთ დეკემბერში, როდესაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს ნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების განხორციელებაც ანალოგიურად სწრაფად არის შესაძლებელი. ქართველ ხალხს აქვს ამ ცვლილებების სურვილი და საზოგადოებაში ამის მზაობა არის. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, რომ დაეხმაროს საქართველოს ნებისმიერი კუთხით ამ რეფორმების განხორციელებაში. ყველამ უნდა გაცნობიეროს, რომ მომდევნო ექვსი თვე არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და დასაკარგი დრო არ არის. მე ასევე ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში და მთავრობაშიც ბევრს სურს ამ ცვლილებების განხორციელება”.
ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.