საქართველოს მთავრობა საკმარის ნაბიჯებს დგამს კრემლის ზეწოლის წინააღმდეგ?!-ჰოჯესი რუსეთზე, აშშ-სა და საქართველოზე

”საქართველოს მთავრობა საკმარის ნაბიჯებს დგამს კრემლის ზეწოლის წინააღმდეგ?!”- აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯესი, არაა დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლებას სტაბილური პოზიცია აქვს კრემლის და, შესაბამისად, ოკუპაციის მიმართ. ამის შესახებ ჰოჯესმა,  “დღის სტუმარში” ისაუბრა.

“დარწმუნებულები ვართ, რომ  საქართველოს მთავრობა საკმარის ნაბიჯებს დგამს კრემლის ზეწოლის წინააღმდეგ? ხომ არ აგზავნის საქართველო არაერთგვაროვან სიგნალებს იმის თაობაზე, რას აკეთებს სინამდვილეში კრემლი? აქვთ კი ხელისუფლებაში მუდმივად მყარი პოზიციები? – არ ვარ დარწმუნებული.

“რაც შეეხება შტატებს, ჩემთვის სადავო არაა, რომ ახალი ადამინისტრაცია ბევრად მყარი და მკაფიო იქნება კრემლთან. თავისთავად, ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო საუბარში პუტინთან ახსენა უკრაინა და მისი დამოუკიდებლობა, ჩემთვის აჩვენებს, რომ ადმინისტრაცია ფიქრობს შავი ზღვის რეგიონზე. ამის მიუხედავად,  იმედგაცრუებული ვარ, რომ მან უშუალოდ საქართველო არ ახსენა, თუმცა, როგორც მინიმუმ, კარგია, რომ ისინი ფიქრობენ შავი ზღვისპირეთზე – ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგია!

და, აქვე, რა თქმა უნდა, ენტონი ბლინკენის მხრიდან ლავროვთან დიალოგში საქართველოზე საუბარი იმედის მომცემია, რადგან ის თავად წარმოადგენს ადმინისტრაციას და სტრატეგიულად ფიქრობს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე და, რა თქმა უნდა, საქართველოზე, რომელიც ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია”, – თქვა ჰოჯესმა.