საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის

საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის  – შესაბამის განკარგულებას ხელი, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

“განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის” – ნათქვამია კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქამდე, 2022 წლის დეკემბერში საქართველომ უკრაინას 25 გენერატორი გაუგზავნა.