”სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს იმ ერთსულოვნებას, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო აჩვენებს რუსეთის სამხედრო აგრესიის შეფასების თვალსაზრისით. მე ვიყავი 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში. თბილისში ვნახე დაღუპულთა ხსოვნის მუზეუმი. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ სწავლობს საკუთარი ისტორიის ტრაგიკული გაკვეთილებით და ახლა ცდილობს ეთამაშოს რუსეთის ფედერაციას, ეს არაფრით კარგით არ დამთავრდება. საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიისწრაფვის ევროკავშირისკენ და ვფიქრობ, რომ ჩვენს ხალხებს გააჩნიათ ერთნაირი პრიორიტეტები, ერთნაირი მიზნები და ერთნაირი ინტერესები[…]

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ჯერ არ დაუკარგავს ისტორიული შანსი, ცოტათი, როგორც იტყვიან დროის თვალსაზრისით ხელი გაუშვა, მაგრამ ჩვენი გამარჯვების შედეგად, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს და რუსეთი ამ წელს შეწყვეტს იმ ფორმატში არსებობას რომელშიც ახლა არსებობს და საქართველო გამოიყენებს ამ მდგომარეობას – ამაში დარწმუნებული ვარ.”

განაცხადა უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ფიოდორ ვენისლავსკიმ ფორმულას ეთერში.