“საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამიტომ მე ჩემი ჯგუფი და ევროპარლამენტის სხვა წარმომადგენლები არიან მომხრე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად ვნახავთ, თუ რა იქნება აღნიშნული ანგარიშში, ოღონდ თუ 12 რეკომენდაცია შესრულებული არ იქნება, ძალიან რთული იქნება, თუმცა შეიძლება იყოს მინიჭებული და შემდეგ დაგვერთოს ნება, რომ გამოვიწვიოთ ეს სტატუსი, თუ საბოლოოდ რეკომენდაციები არ შესრულდება.[…] აშკარად პრეზიდენტი მიხვდა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლობიზმი და ასევე მნიშვნელოვანია ლობირება გაუწიოს  სხვა ევროპულ ქვეყნებში. მას იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებოდა კარგი მიღება ჰქონდა და ვფიქრობთ, რომ ეს იყო წარმატება. ამავდროულად  “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ეს იყოს მათი და არა საქართველოს პრეზიდენტის, გარკვეული ინსტიტუტებისა და ადამიანების, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ევროინტეგრაციის პროცესში. მე ვფიქრობ, რომ მთავრობა ცდილობს, დისკრედიტაცია მოახდინოს ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობა იღებს, ხოლო თუ  საქართულო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს მათ მიიწერონ”.

ამის შესახებ  ევროპარლამენტარმა  ვიოლა ფონ კრამონმა, “მთავარი არხის” ეთერში გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა.