“საქართველოს მთავრობის განცხადებები ძირს უთხრის უკრაინელთა ბრძოლას თავისუფლებისთვის” – ამის შესახებ, ლიეტუვა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“გმობს საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერთა განცხადებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელობისა და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებისა და ღირებულებისთვის”. – ვკითხულობთ ლიეტუვას სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, ლაიმა ლიუცია ანდრიკიენე შეშფოთებას გამოთქვამს, “ქართული ოცნების” გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო და აკრიტიკებს მათ გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით.
“კომიტეტიშეშფოთებულია საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებებით, რომელიც აცხადებს უარს შეუერთდეს ევროკავშირის, NATO-სა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს”. – წერია განცხადებაში.