”დაწყებულია მუშაობა ანგარიშის მომზადებაზე, რომელიც მზად ოქტომბერში იქნება, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსით იქნება მიღებული დეკემბერში.

რა ინფორმაციაც მაქვს, პოზიტიური სიგნალი იქნება საქართველოს მიმართ და ქვეყანას მისცემენ კანდიდატის სტატუსს გარკვეული დათქმებით. კანდიდატის სტატუსს ექნება გარკვეული პირობები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას სტატუსი მიენიჭება, მაგრამ მან ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ანუ ის რეკომენდაციები რომელიც უკვე  მას მიცემული აქვს და შეიძლება იყოს ახალი დათქმებიც.

12 რეკომენდაციის შესრულებას ევროკომისია მოითხოვს, რადგან საქართველოში პოლარიზაცია მაღალია  და პოლიტიკური გარემო არ არის კარგი. დეოლიგარქიზაციისა და სასამართლოს რეფორმის ნაწილში მეტია გასაკეთებელი. მთავრობის მხრიდან რეკომენდაციების სრულად  შესრულების მოლოდინი ძალიან მცირეა, მაგრამ პოზიტიური სიგნალი ნიკა გვარამიას გათავისუფლება ნამდვილად იყო. მე არ ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანა სრულად შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ეს პროცესია. ამ ვალდებულებების შესრულება ადრე თუ გვიან, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდე, მაინც მოგიწევთ.”

”რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ, თუმცა 12 გარკვეული დათქმებით.