ევროკავშირის წევრობაზე, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებებზე მოსაზრებების წარსადგენად კომისია მოწვეულია – ამის შესაბამისი განცხადება, ვერსალში უკრაინაზე წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხის სანსახილველად გამართული შეხვედრის შემდეგ ევროპულმა საბჭომ გაავრცელა.
“2 კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს, გაეროს წესდებას და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ის ენით აღუწერელ ტანჯვას აყენებს უკრაინის მოსახლეობას. რუსეთსა და მის თანამზრახველ ბელარუსს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ აგრესიულ ომზე. პასუხისმგებელნი პასუხს აგებენ საკუთარ დანაშაულზე, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობისა მიზანში ამოღებაზე. ამ მხრივ, მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყებას. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით. ჩვენ მოვითხოვთ, რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო ქმედება და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან, სრული პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ ვაფასებთ უკრაინელ ხალხს ქვეყნის დაცვისა და ჩვენი საერთო ღირებულებების – თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის გამო. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის შეტევა შეწყდება. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე. მივიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და მზად ვართ, სწრაფად გადავიდეთ შემდგომ სანქციებზე.
უთვალავი ადამიანი გაურბის უკრაინის ომს. ჩვენ ვთავაზობთ დროებით დაცვას ომის ყველა ლტოლვილს უკრაინიდან. ჩვენ ვაფასებთ ევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით უკრაინის მოსაზღვრეებს, რადგან მათ გამოავლინეს უდიდესი სოლიდარობა ომის ლტოლვილი უკრაინელების მასპინძლობაში. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას და ჰუმანიტარულ, სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას ყველა ლტოლვილისა და მათი მასპინძელი ქვეყნებისთვის. ჩვენ მოვითხოვთ. რომ ევროპაში ლტოლვილთა ერთობლივი მოქმედების შესახებ წინადადებისა (CARE) და ReactEU-ის სწრაფად მიღების მეშვეობით, ფონდები ხელმისაწვდომი გახდეს გადადების გარეშე. მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლთა და იძულებით გადაადგილებული პირთა უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა და უზრუნველყოს, უსაფრთხოდ გავიდნენ ის მშვიდობიანი მოსახლეობა, ვისაც წასვლა სურს.
ევროპულმა საბჭოს აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული მომავალი. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ჰქონდა რა უკრაინას უფლება, აერჩია საკუთარი მომავალი, წარადგინა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, რათა მას დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებებით. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლივ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპულ გზაზე. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის”. – ვკითხულობთ განცხადებაში.