საქართველოს მოსახლეობა თავის სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში ქვეყანას, საბოტაჟს უწყობს – ცერცვაძე

“საქართველოს მოსახლეობა თავის სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში ქვეყანას, საბოტაჟს უწყობს”- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ  ეპიდვითარებასთან და ვაქცინაციის შემცირებულ ტემპთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

”გასაგებია, რომ ანტივაქსერული განწყობა ძლიერია, სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ეს უკვე ანტივაქსერული განწყობაც აღარაა, ეს უკვე სამწუხარო, დაუჯერებელი რამაა. საქართველოს მოსახლეობა თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში ქვეყანას საბოტაჟს უწყობს. თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ გახდება იძულებული, რომ შეზღუდვები შემოიღოს და ეს შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. სულ 45%-ია მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში 90-95%-ია. მოსახლეობა კატეგორიულად არ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე – ქორწილებზე, ქელეხებზე, დაბადების დღეებზე და ამას დაემატა პოლიტიკური მიზნით შეკრებები. 14-ში იყო 30 თუ 40 ათასიანი მიტინგი, მობილობა იყო, მიკროავტობუსებით ჩამოდიოდნენ ადამიანები. ნახევარზე მეტს პირბადე არ ეკეთა. სხვას რას უნდა მოველოდეთ? მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.