თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
“თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს – “USHAŞ” მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს”, – წერია საელჩოს მიერ გავცელებულ განცხადებაში.