საქართველოს მოქალაქე ბარსელონაში კორონავირუსით გარდაიცვალა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ადასტურებს, რომ  ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა.

“გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე ბარსელონაში, 1965 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც გახლდათ ონკოპაციენტი და მას ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ონკოლოგიური დაავადების გამო. ამას დაემატა კორონავირუსი. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. საქართველოს საელჩო ბარსელონაში მის ოჯახთან მუდმივ კავშირზეა და ბუნებრივია  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაკრძალვის პროცედურები, რაც არის გათვალისწინებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლით, იყოს დაცული და ოჯახთან შეთანხმებით დაიკრძალება”, – განაცხადა ზალკალიანმა.