საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მძლეოსანს დოპინგი აღმოუჩინეს

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ ბენიკ აბრამიანს, დოპინგი დაუდასტურდა. ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) დაადასტურა.

მათი განცხადებით, აბრამიანს 3 აკრძალული სტეროიდი აღმოუჩინეს.

ვითარების საბოლოო გარკვევამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, გათამაშებიდან მოხსნეს და ახლა წინასწარი დისკვალიფიკაცია აქვს.

აბრამიანს უფლება აქვს, დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს. მას B ჯგუფში, დაახლოებით 15:40 საათზე უნდა ეასპარეზა. ბირთვის კვრაში ფინალი ტოკიოში 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.