საქართველოს ომბუდსმენზე თავდასხმა, მიუღებელია – Amnesty International

“საქართველოს ომბუდსმენზე თავდასხმა, მიუღებელია”-  ასე ეხმაურება, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnesty International-ი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას სახალხო დამცველის შესახებ.

ორგანიზაცია ხელისუფლებას უფლებადამცველი ინსტიტუტების შეუფერხებლად მუშაობის ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს ომბუდსმენზე თავდასხმა, როცა ის ადამიანის უფლებებს იცავს, მიუღებელია. ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს  უფლებადამცველი ინსტიტუტების საქმიანობა. ასევე უნდა განახორციელოს მათი რეკომენდაციები, რომ უპირატესობა მიენიჭოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.