“დღეს, ისე როგორც არასდროს, შიდა ერთიანობის საკითხები მნიშვნელოვანია. საქართველოს ოპოზიცია ცდილობს მთავრობის დამხობასა და რუსეთის, რომელიც იძულებული იყო ჩაეტარებინა სპეციალური სამხედრო ოპერაცია, წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას. აპრილში საქართველოში ფართომასშტაბურ აქციებს ამზადებენ და ამ პირობებში ჩვენთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გავამყაროთ. ჩვენ ვატარებთ მასშტაბურ სამუშაოებს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაზრდელად”
განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ.