საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.ინფორმაციას ამის შესახებ პრესსამსახური ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს განხორციელდა კიბერთავდასხმა, რის გამოც www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები. პრობლემის აღმოფხვრამდე პირდაპირი ტრანსლაციები შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე: https://www.facebook.com/parliamentgeo https://www.youtube.com/channel/UCidFouPFxyvJee3iFrFukTg “-ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი, 16 მარტს, დილიდან, 75 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა. ანუ, გარდა მედპერსონალისა, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პორტალზე დარეგისტრირება 75 წელს ზემოთ მოქალაქეებმაც შეძლეს.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეები, რომლებმაც 16 მარტს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირება მოასწრეს, აიცრებიან. რაც შეეხება ახალ მსურველებს, ისინი პორტალზე ვეღარ დარეგისტრირდებიან.

„პორტალი ჯერ ახალია. შეიძლება ამას ტექნიკური ხარვეზიც ვუწოდოთ. ვინც დარეგისტრირდა, გასაგებია, მაგრამ ჯერ არ ვარეგისტრირებთ ხანდაზმულებს“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურმა, რადიო თავისუფლებასთან.