საქართველოს პარლამენტის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტის 4 წევრს, მამუკა მდინარაძეს, მაია მენაღარიშვილს, ირაკლი მეძმარიაშვილს და ბექა დავითულიანს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ცნობილია რომ  მენაღარიშვილთან და მეძმარიაშვილთან უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა, ქეთევან დუმბაძე, რომელიც მალე გაიკეთებს კორონავირუსზე ტესტს.

“ამ დროისთვის ვიცი, რომ კოვიდდადებითები არიან მაია მენაღარიშვილი და ირაკლი მეძმარიაშვილი. მამუკა მდინარაძე ტესტის პასუხს ელოდებოდა. მეც ტესტის გასაკეთებლად მივდივარ, რადგან მათთან უშუალო კონტაქტში ვიყავი.” – აცხადებს ქეთევან დუმბაძე “პრაიმტაიმთან”

მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას Covid-19 დაუდასტურდა. ხოლო ბექა დავითულიანზე, რომ ის კორონავირუსით ინფიცირებულია ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.