“უცხოური აგენტების კანონი მარგინალიზებას და დისკრედიტაციას მოახდენს დამოუკიდებელი, უცხოური დაფინანსების ჯგუფებისა და მედიის, რომელიც საქართველოს ფართო საზოგადოების ინტერესებს ემსახურება”, – ამის შესახებ ნათქვამია, Human Rights Watch-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“საქართველოს პარლამენტმა მტკიცედ უნდა უარყოს ის ორი კანონპროექტი, რომელსაც ახლა განიხილავენ, რომლებზეც ავალდებულებს ინდივიდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროში, როგორც “უცხოური გავლენის აგენტები”, თუ ისინი თავიანთი შემოსავლების მინიმუმ 20%-ს უცხოეთიდან იღებენ”, – წერს ორგანიზაცია.