” მმართველი პარტიის რეაქცია, ალბათ მოულოდნელობას უნდა მივაწეროთ – სალომე ზურაბიშვილი” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე მმართველი პარტიის რეაქციას TV პირველის ჟურნალისტთან.
“ჩემი გადაწყვეტილება ჩემია და ესეც ნათლად ჩანს ჩემს გამოსვლაში, რომლის ყველა სიტყვა ავწონ-დავწონე. რაც ეხება მმართველი პარტიის რეაქციას, ალბათ მოულოდნელობას უნდა მივაწეროთ. დანარჩენი ლოგიკურად მათგან უნდა გაიგოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა TV პირველთან.