“ვფიქრობ, საქართველოს მთავარი პრობლემა არის პოლარიზაცია, ანუ ის, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა არ შეუძლიათ. თუ სიტუაციას გვერდიდან შეხედავ, დაინახავ, რომ საქართველოს აშკარა ინტერესებშია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც ქვეყანას უფრო წარმატებულად აქცევს და გაამდიდრებს. ასე მოხდა ევროპულ ქვეყნებში. საქართველოში კი ადამიანები საკუთარი პარტიების სახელით საუბრობენ, ყველა ამბობს, რომ ევროინტეგრაცია სურს, მაგრამ ამ საკითხზე ერთად მუშაობა არ შეუძლიათ.[…] რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ჩემი გამოცდილებით, ეს მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანას იწვევს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციაში დაეხმაროს და სწორედ ეს სურს ყველა სხვას საქართველოში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიზნისთვის ერთად მუშაობა.

ნამდვილად ვერ უარვყოფთ, რომ საქართველოში ბევრი რუსი შემოვიდა და მათი უმრავლესობა პუტინიზმს გამოექცა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პუტინის წინააღმდეგნი არიან, უბრალოდ მათ არ მოსწონთ პუტინიზმის ეფექტი მათ ცხოვრებაზე. ეს, ბუნებრივია, ახდენს გარკვეულ გავლენას საქართველოს საზოგადოებაზე, რადგან რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

ვფიქრობ, მთავარი ახლა არის, რომ უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწიოს და ეს შემდეგ აუცილებლად მოუტანს წარმატებას საქართველოსაც. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება. მე მჯერა, რომ პუტინი დამარცხდება, რომ ის ვერ შეინარჩუნებს მიტაცებულ ტერიტორიებს და ასევე მჯერა, რომ ის ვერ დარჩება რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ასე რომ, საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს ყველაფერი, რომ არ ჩამორჩეს მოვლენებს”

ამის შესახებ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერეციაზე ნატოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ უოკერმა ისაუბრა.