“საქართველოს პროევროპულ გზას საფრთხეს უქმნის !” – ევროპარლამენტარები „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ღრმად შეშფოთებულები არიან. მათი თქმით, ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და საქართველოს პროევროპულ გზას საფრთხეს უქმნის.
“საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიულ რეფორმებში და ქვეყნის ევროკავშირის წევრობის განაცხადის მომზადებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავონ სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციისა და შეზღუდვის შემდგომი მცდელობებისგან და ამის ნაცვლად, ხელი შეუწყონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად თანამშრომლობის გარემოს შექმნას – მიზანი, რომელსაც ჩვენ ძლიერ ვუჭერთ მხარს და ვართ ერთგულები, დაგეხმაროთ მის მიღწევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ განცხადებას 16 ევროპარლამენტარი აწერს ხელს:
პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიეტუვა)
მაიკლ გალერი (გერმანია)
სვენ მიქსერი (ესტონეთი)
ვიოლა ფონ კრამონი (გერმანია)
ანა ფოტიგა (პოლონეთი)
ნატალი ლუაზო (საფრანგეთი)
ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა)
მარინა კალიურანდი (ესტონეთი)
ჰილდე ვაუტმანსი (ბელგია)
მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი)
ტეის როიტენი (ნიდერლანდები)
მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი)
კარენ მელქიორი (დანია)
რაფაელ გლუქსმანი (საფრანგეთი)
ურმას პაეტი (ესტონეთი)
იუოზას ოლეკასი (ლიეტუვა)