საქართველოს რაგბის ნაკრებმა იტალია დაამარცხა

ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.  საქართველოს რაგბის ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ 1-ის წარმომადგენელი დაამარცხა და 6 ერის ტურნირზე შესასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 19:13 მოიგო.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. 69-ე წუთზე კი გელა აფრასიძემ ჯარიმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები 9 ქულით დააწინაურა.

იტალიის ნაკრებს საქართველოს ნაკრები აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო.