“აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობაა. ჩვენ განვიხილავთ ბელარუსს, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პარტნიორს. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების რეაქცია, მაგალითად, საქართველოსი, ჩვენ არ გვაღელვებს”
ასე ეხმაურება, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებებს.