საქართველოში განვითარებულ მოვლენებს საფრანგეთის პრეზიდენტი ტვიტერზე ეხმაურება. ემანუელ მაკრონი საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტის მიერ გამოწვეულ პროტესტთან დაკავშირებით წერს:
“დემოკრატიული ფასეულობებისადმი, მედიის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლებისადმი ქართველების ერთგულება გაგონილ იქნა.
საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”.