საქართველოს საგარეო უწყება უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ რეფერენდუმების ჩატარებას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ რეფერენდუმების ჩატარებას გმობს.

“უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – აღნიშნულია განცხადებაში რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.