2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17,6 პროცენტით ნაკლებია.საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა.
აქედან, ექსპორტი 1 758.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 272.1 მლნ. აშშ დოლარი (17.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივლისში 2 513.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის ტენდენციები 2015-2020 წლებში ასეთია:
სტატისტიკის მიხედვით, ივლისში გასულ თვესთან შედარებით ექსპორტი შემცირებულია 5.2%-ით, ხოლო იმპორტი გაზრდილია 20.3 %-ით.
საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 აგვისტოს გამოაქვეყნებს.