საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, დღეს თბილისის დროით 12:36 საათზე 3.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კილომეტრში იყო.