საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ჩეჩნეთში, თბილისის დროით 01:29 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა ჩეჩნეთში.