“ვროკავშირი ქართველ ხალხს გვერდით უდგას. ჩვენ შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დახმარება, რომელიც 120 მილიონზე მეტს შეადგენდა. ჩვენ ევროპის სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით ასევე გავყინეთ 2024 წლისთვის გათვლილი 30-მილიონიანი დახმარება და არც 2025 წლისთვის ვგეგმავთ რაიმე დახმარებას.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე დამოუკიდებელი მედიის მიმართ. უკვე არსებული მხარდაჭერის გარდა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით კიდევ 15 მილიონია გამოყოფილი“,

– ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალური კორესპონდენტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.