საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთმა ირანულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა და მოსკოვში ჩაფრინდა – ხოშტარია

პარტია “დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ 11 სექტემბერს  საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთმა ირანულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა და მოსკოვში ჩაფრინდა.

”11 სექტემბერს დაფიქსირდა კიდევ ერთი სატვირთო თვითმფრინავი, სამხედრო დანიშნულების მქონე აეროდრომიდან, ირანიდან წამოსული, რომელმაც გაიარა საქართველოს ტერიტორია, კახეთს გადაუფრინდა და ჩაფრინდა მოსკოვში. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო წერს ირანის მხრიდან, რუსეთის სამხედრო მომარაგების შესახებ.” – განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარია  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააკეთოს განმარტება, რატომ გაიხსნა ცა ირანულ ხომალდს, რა ტვირთი გადაიტანა მან და რა მიზნით.