“საქართველოს სურს ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის “- ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე.
„საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო ნატოში – ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება. ნატოში გაწევრიანების საკითხი ეხება უშუალოდ კანდიდატ ქვეყანას და ნატოს, რუსეთს უფლება არ აქვს ჩაერიოს პროცესში, ან დაბლოკოს ის. ჩვენ არავის ვავალდებულებთ ნატოში გაწევრიანებას, შვედეთს, ფინეთს, მაგალითად, ჩვენ მეზობლებს არ სურთ ნატო-ში გაწევრიანება და ჩვენ ამას პატივს ვცემთ“ , – აღნიშნა სტოლტენბერგმა.