“დღეს ევროპარლამენტმა მიიღო გადაუდებელი რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ. ტექსტი ნათელია – ბიძინა ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა პირადი შურისძიების მიზნით სააკაშვილის დაკავებაზე.

საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია”

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Twitter-ზე  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას ეხმაურება.