საქართველოს სჭირდება წყნარი, მშვიდი გარემო – დეგნანი სააკაშვილის ჩამოსვლაზე

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე ამბობს, რომ არ აპირებს ამ თემით სპეკულირებას, თუმცა ქვეყანას პოლიტიკურად მშვიდი გარემო სჭირდება.

„არ ვაპირებ სპეკულირებას იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა. ბევრი კომენტარი გაკეთდა, მათ შორის თავად სააკაშვილის მხრიდან. ვფიქრობ, შეგვიძლია ყველა შევთანხმდეთ, რომ ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა. სწორედ ესაა ის, რასაც ჩვენ ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი და იმედი მაქვს, სწორედ ამას ვიხილავთ არჩევნების დღეს და მის შემდეგაც”, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა.