“საქართველოს ჰყავს ძალიან ღირსეული და ძლიერი პრემიერმინისტრი, ასევე, საქართველოს ჰყავს ხელისუფლების გუნდი, რომლის სათავეშიც დგას ადამიანი, რომელმაც თავისი ძლიერი მენეჯერული თვისებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის იკავებს სწორ პოზიციას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ყველა უფლებამოსილება და ყველა კონკრეტული პოზიცია არის გადანაწილებული, პარტიის თავმჯდომარეს უკავია თავის პოზიცია, პრემიერი არის არჩეული პარლამენტის მიერ და ყველა თავის პოზიციაზე აგრძელებს და გააგრძელებს მუშაობას. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, არანაირი კონსულტაცია ამ საკითხებზე არ ყოფილა, შესაბამისად, საიდან მოიტანეთ ეს თემები მე არ ვიცი”.
თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარტიაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე.