“საქართველოს ყველა დროის საუკეთესო შს მინისტრად მიმაჩნიხართ “- ასე მიმართა, პარტია ”ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.
”ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ მინისტრს მოვესწარი შინაგან საქმეთა სამინისტროში, გეტყვით, რომ მე თქვენ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო შს მინისტრად მიმაჩნიხართ. ამას ყოველგვარი ქათინაურის გარეშე გეუბნებით. არა მარტო გაკეთებული საქმეებით, არამედ იმ “ფოლების” არ არსებობით, რაც თქვენ წინამორბედებს უხვად ჰქონდათ. ამიტომ, ამ მიმართულებით, ერთგვარი ჩემპიონი ხართ.” – განაცხადა ზილფიმიანმა.