“საქართველოს ხალხი მთავრობის წინააღმდეგ” – თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის განცხადებით, მათი იურისტები მუშაობენ სარჩელზე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.ამის შესახებ მან დღეს კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს ისაუბრა.
“საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არის არაკანონიერი, ზღუდავს როგორც მეწარმეობის თავისუფლებას, ასევე, საკუთრების უფლებას და შესაბამისად, ამას გავაპროტესტებთ. სხვა ადგილი არც დაგვრჩენია, პარლამენტმა უარი თქვა ნებისმიერი სახით ამ ამბებში ჩარევაზე და მთელი უფლებები მთავრობას გადასცა. ჩვენ ერთადერთი, სადაც შეგვიძლია, რომ საკუთარი თავი დავიცვათ, არის საკონსტიტუციო სასამართლო და ამას გავაკეთებთ”,- განაცხადა მან.