საქართველოს ხელისუფლება, რუსული სტილის “უცხოეთის აგენტების” კანონს აბრუნებს – ამ სათაურით აქვეყნებს, საერთაშორისო გამოცემა POLITICO სტატიას. გამოცემა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე პარალელს, სწორედ რუსეთთან ავლებს და წერს, რომ რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად.
“საქართველოს მთავრობა აცოცხლებს სადავო წინადადებას საქველმოქმედო ორგანიზაციების, ზეწოლის ჯგუფებისა და ოპოზიციური მედიის აგენტებად მონათვლის შესახებ…
რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა მანამდე თქვა, რომ კანონის ქართული ვერსია “შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან” და “ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”…
…გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ დააანონსა კანონპროექტი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების მხარდაჭერის კრიმინალიზებას მოახდენს, რაც მსგავსია “LGBTQ+ პროპაგანდაზე” რუსეთის მკაცრი კანონების”. – წერს POLITICO.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 21:00 საათზე, მმართველი გუნდის პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, კი განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი თავიდან დაინიცირდება. კანონპროექტის, ტექსტი, წინა ტექსტის იდენტური იქნება, მხოლოდ ერთადერთი, განსხვავებით, “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდება ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”.