„გვინდა ხალხი დავარწმუნოთ, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების შეცვლა არც თუ ისე რთულია, ამისთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ და შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც მოსკოვიდან და „ეფესბესგან“ იღებს დავალებებს, უნდა მოვიდეთ ის ხალხი, ვინც არა რუსების, არამედ ქართველი ერის დავალებებს შევასრულებთ. „ილიას გზა“ ჰქვია პროგრამას, სადაც დეტალურად არის ჩამოწერილი თუ რა უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ესენია: 200 000 სამუშაო ადგილი, 1000-ლარიანი პენსია, დასაქმებულებს ღირსეული და სამართლიანი ანაზღაურება და გზა ევროკავშირისკენ, ჩვენ ქვეყანა რუსულ ორბიტას უნდა მოვგლიჯოთ და ცივილიზებული სამყაროსკენ უნდა წავიდეთ“,
ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.