,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ბრიტანეთის ლაბორატორიის კიბერ-შეტევაზე The Daily Mail-ის გამოძიებას ეხმიაენება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჰიბრიდულ ომში რუსეთთან არის შეკრული.
,,ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრაქტიკულად არიან ადამიანები, რომლებიც ატარებენ რუსულ ინტერესებს და პრაქტიკულად საქართველო გამოიყენება როგორც პლატფორმა ასეთი ჰაკერებისთვის, ვინც ერევიან და აყალბებენ არჩევნებს, უტევენ ცივილიზებული სამყაროს ინსტუტებს და ა.შ.”,- ამბობს დეკანოიძე ,მთავარ არხთან”.
დეკანოიძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ხელს უწყობდა რუსული უშიშროების სამსახურებს. მისი თქმით, გამოძიებაში საქართველო მხარის ჩართულობა არანაირ შედეგს არ მოიტანს და საერთაშორისო გამოძიების ძალიან აქტიური ქმედებით ჰაკერული ქსელი უნდა გამოაშკარავდეს
გამოცემა The Daily Mail საგამოძიებო სტატიაში წერია, რომ რუსმა ჰაკერებმა სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები მოიპარეს ლაბორატორიიდან, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. მათი ინფორმაციით, კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს.
The Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰაკერები საქართველოს ტერიტორიიდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული.
.