ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის (ALDE Party) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას,რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ხელისუფლებას საეჭვო მტკიცებულებებით პატიმრობაში ჰყავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დაპატიმრების შემდეგ, თითქმის 50 დღე შიმშილობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში ყოფნის დროს გაუარესდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა სააკაშვილის საქმეზე დროებითი ზომების მიღება. (განცხადება No54641/21) განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით.
მოვუწოდებთ: საქართველოს ხელისუფლების მიერ ბატონი სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ; საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ყურადღების გამახვილებისაკენ, სამართლიანი მოპყრობისა და ღირსების უფლების უზრუნველსაყოფად.” ნათქვამია ALDE-ს განცხადებაში.