სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც იტალიის ქუჩებში საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს.
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 431 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ბოლო სამი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დაინფიცირდა 4 092.ვირუსით საერთო ჯამში გარდაიცვალა 19 899 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთა ჯამური რიცხვი 156 363 ადამიანს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 34 211 პაციენტი.