საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. “სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 363 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 197 ტესტი ჩატარდა.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 57 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 31, ქვემო ქართლი – 6, შიდა ქართლი – 6, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 601, საიდანაც: 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 869, აჭარაში – 166, იმერეთში – 437. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 425 პირი, მათ შორის, თბილისში – 172, აჭარაში – 39, იმერეთში – 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში – 69, აჭარაში- 5, იმერეთში – 12. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 115 – თბილისში, 104 – აჭარაში, 13 – იმერეთში. 1 437 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.