მთავრობამ საყოველთაო კარანტინის და კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვით, ქვეყნაში ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ საგამონაკლისო წესით მოხდება, რაც პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მეშვიდე მუხლით არის განსაზღვრული.
ამ მუხლზე დაყრდნობით, საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სარეალიზაციო ობიექტების საქმიანობა იკრძალება.
“საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება,”- წერია დოკუმენტში.
ასევე, რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისით ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის მომსახურებით.
ქვეყანაში არ იკრძალება მხოლოდ 18 საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობა.
დღეიდან, 31 მარტიდან საქართველოში საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. კომენდანტის საათი მოქმედებს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე.