ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა. ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებას” წერილობით განუცხადა.
“საამისოდ მზადება მიმდინარეობს. მისიის შესახებ უფრო მეტი დეტალი შესაფერის დროს გახდება ცნობილი”.- განაცხადა სტანომ.
გარდა ამისა, პეტერ სტანოს თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაშე მოხსენებით წარდგება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომელიც შეაფასებს, “როგორ უპასუხეს საჩივრებს საარჩევნო დარღვევებზე”.