“საქართველოში ბოლომდე უნდა მივიყვანოთ რეფორმები თანმიმდევრულად, სანდოობითა და ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით, სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ კავშირს ამ საკვანძო სფეროებში, ვრისკავთ, რომ დავკარგოთ ის სხვა მიმართულებებითაც.
ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რათა შეიქმნას მეტი ერთიანობა და თანამშრომლობა პარტნიორებს შორის – სამი ასოცირებული პარტნიორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. ეს ხელს შეუწყობს საერთო გამოწვევების დაძლევას და გზას გაუხსნის მდგრად ზრდასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება საზოგადოებების მხარდასაჭერად, რათა მათ მისდიონ ევროპულ მისწრაფებებს და შეძლონ კოორდინაცია პარტნიორებსა და ბრიუსელს შორის”
განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გახსნაზე.